თეთრი სახლის პრესმდივანმა, ჯენ ფსაკიმ განაცხადა, რომ პრეზიდენტი ბაიდენის ვიზიტი უკრაინაში არ იგეგმება, გერმანიის პრეზიდენტის, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის ნაცვლად, უკრაინაში კანცლერი, ოლაფ შოლცი მიდის. ემანუელ მაკრონი უკრაინაში არ ჩადის – წერს საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.
„თეთრი სახლის პრესმდივანმა, ჯენ ფსაკიმ განაცხადა, რომ პრეზიდენტი ბაიდენის ვიზიტი უკრაინაში არ იგეგმება; გერმანიის პრეზიდენტის, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის ნაცვლად, უკრაინაში კანცლერი, ოლაფ შოლცი მიდის; ემანუელ მაკრონი უკრაინაში არ ჩადის. ამ ფონზე საქართველომ უკრაინასთან კიდევ ერთხელ დაამტკიცა მტკიცე მეგობრობა და ღირსეული დელეგაციით მიდის. – კიდევ არის რამე კითხვები?! წესით არა!“ – წერს მეგრელიშვილი facebook – ზე.