ხერხეულიძე/მელია/ნაყოფიას გვერდზე – ნაცების რიგით წევრად წარმოგვიდგა როგორც იქნა ქვეყნის მეოთხე პრეზიდენტმა თავისი კუთვნილი ადგილი მონახა საქართველოს ისტორიაში – ოღონდ აქაც, განა ცენტრი დაუთმეს, რუსეთის მოქალაქე და ბიზნესმენ ნაყოფიას მარჯვენა ხელის პოზიციაზე დააყენეს – ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ქართველიშვილი გიორგი მარგველაშვილისა და ოპოზიციური გუნდის ჩუმად გამგზავრებას კიევში.
„როგორც იქნა ქვეყნის მეოთხე პრეზიდენტმა თავისი კუთვნილი ადგილი მონახა საქართველოს ისტორიაში – ოღონდ აქაც, განა ცენტრი დაუთმეს, რუსეთის მოქალაქე და ბიზნესმენ ნაყოფიას მარჯვენა ხელის პოზიციაზე დააყენეს.
ასე რომ არა ნაცები, მარგველაშვილის მეთაურობით წასულან კიევში ჩუმად, არამედ მარგველაშვილი – ნაცების მეთაურობით, რაც მისთვის დამსახურებული წინსვლაა კარიერულ კიბეზე. და აი თურმე რატომაც გაიძურწნენ ეს დანარჩენები საპარლამენტო დელეგაციიდან.
ტიპი ასე თუ ისე ქვეყნის პრეზიდენტი იყო, ადგა, წავიდა, გუნდს უღალატა, თავი გაიფარჩაკა და ბოლოს ხერხეულიძე/მელია/ნაყოფიას გვერდზე – ნაცების რიგით წევრად წარმოგვიდგა. დეგრადაციის ბოლო დონე!“ – წერს ქართველიშვილი facebook – ზე.