მათი მიზანი რომ აქ ხელისუფლების სასწრაფოდ შეცვლა და სააკაშვილის დასმაა, ჩანს „კოლექტიური არახამიების“ მესიჯ ბოქსშიც – „კარგი ქართველი ხალხი და მათი ცუდი მთავრობა“ – წერს ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, ეს იკითხება სხვა ქმედებებშიც, მათ შორის უკრაინის სპეცსამსახურების მიერ აქ უკრაინის მოქალაქის სააკაშვილის შემოპარებაში ხელისუფლების დასამხობად.
“ალექსეი არესტოვიჩი – „განვიხილავდით სადმე მეორე ფრონტის გაჩენის შესაძლებლობას იმისთვის, რომ, პირდაპირ ვთქვათ, თავის ტკივილი შევუქმნათ მოსკოვს; რომ მას ნაწილობრივ უკრაინის თავი არ ჰქონდეს. მოლდოვისა და საქართველოს ხელმძღვანელობა არ არიან ომის ადამიანები, სააკაშვილს შეეძლო ამის გაკეთება, თუმცა არა ამჟამინდელ ხელმძღვანელობას” ზელენსკის მთავარი სპიკერის ეს განცხადება არის კარგი ახსნა იმ ვერბალური თავდასხმების თუ პოლიტიკურ-დიპლომატიური მანევრების, რასაც მთელი ამ ხნის მანძილზე ახორციელებენ უკრაინის უმაღლესი თანამდებობის პირები საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ.
მათი მიზანი რომ აქ ხელისუფლების სასწრაფოდ შეცვლა და სააკაშვილის დასმაა, ჩანს „კოლექტიური არახამიების“ მესიჯ ბოქსშიც – „კარგი ქართველი ხალხი და მათი ცუდი მთავრობა.“ ეს იკითხება სხვა ქმედებებშიც, მათ შორის უკრაინის სპეცსამსახურების მიერ აქ უკრაინის მოქალაქის სააკაშვილის შემოპარებაში ხელისუფლების დასამხობად. ოქროს გამოთქმაა: “შუბი ხალთაში დიდხანს არ დაიმალება” – წერს ზაალ ანჯაფარიძე Facebook-ზე.