კასპში კოსტავას ქუჩას რეაბილიტაცია უტარდება

ქალაქ კასპში კოსტავას ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

ამჟამად ცენტრალური სანიაღვრე სისტემა ეწყობა, რომელსაც მიმდებარე ქუჩების სანიაღვრე არხებიც შეუერთდება.

პროექტი გარდამავალია და ადგილობრივი ბიუჯეტიდან და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 2 011 233 ლარით ფინანსდება.

Back to top button