ვატო შაქარიშვილი: ბიძინა ივანიშვილს არ პატიობენ ქვეყნის ინტერესების დაცვას

ვიღაცეები ფიქრობენ და აპირებენ, რომ ერთი კონკრეტული ადამიანი – ივანიშვილი დასაჯონ მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ის იცავს საკუთარი ქვეყნის ინტერესებს – ამის შესახებ ვატო შაქარიშვილმა გადაცემაში „უცნობის კიდობანი“ განაცხადა.

 

როგორც შაქარიშვილმა აღნიშნა, ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ორი მთავარი მოთხოვნა ისმის – სააკაშვილის გათავისუფლება და ივანიშვილის დასანქცირება, რაც ემსახურება ერთადერთ მიზანს – საქართველოს ომში ჩათრევას.

 

მისივე თქმით, როგორც ჩანს საქართველოს დაუძინებელი „მეგობრები“ არ გვპატიობენ, რომ არ გვინდა გადავიქცეთ საზარბაზნე ხორცად.

 

„ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ორი მთავარი მოთხოვნა ისმის – სააკაშვილის გათავისუფლება და ივანიშვილის დასანქცირება. ეს ორი აქტი ცალცალკეც და ერთობლიობაშიც ემსახურება ერთადერთ მიზანს – ეს არის საქართველოს ომში ჩათრევა. მინდა ძალიან მკაფიოდ ვუთხრა ამ ორი აქტის ავტორებს, რომ საქართველოს უახლეს ისტორიაში, პირველი – სააკაშვილი არის ყველაზე დიდი დამნაშავე, აწმყოში კი არის ყველაზე საუკეთესო ინსტრუმენტი ომის და დესტაბილიზაციის.

 

ამაში დაგვემოწმებიან უკრაინის მაღალჩინოსნებიც, რომლებიც ამბობენ, რომ მხოლოდ სააკაშვილს შეუძლია ომის წამოწყება და მეორე – ბიძინა ივანიშვილი არის უახლეს ისტორიაში ყველაზე დიდი ქველმოქმედი და აწმყოში კიდე ის, ქართველ ხალხთან ერთად არის საყრდენი და გარანტი მშვიდობისა და სტაბილურობის.

 

ამ ორი ფაქტის და არა აღქმის, ამ ორი სიმართლის გათვალისწინებით, ვინც ამ ორი აქტის განხორციელებას ითხოვს, ვინც გინდა იყოს ეს, არის ჩემი ქვეყნის მტერი, იმიტომ რომ ეს ორი აქტი თავის თავში გულისხმობს სამართლიანობის ფეხქვეშ გათელვას, უმართავი პროცესების გამოწვევას და ეს პირადად ჩემთვის ნიშნავს, რომ ვიღაცეები ფიქრობენ და აპირებენ, რომ ერთი კონკრეტული ადამიანი – ივანიშვილი დასაჯონ მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ის იცავს საკუთარი ქვეყნის ინტერესებს. მე თვალყურს ვადევნებ სოციალურ ქსელს, მაქვს უამრავ ადამიანთან შეხება და იკვეთება, რომ ქართული საზოგადოებაც ასე აღიქვამს, რომ ივანიშვილი ისჯება მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ ის ყველაზე მაღლა აყენებს საკუთარი ქვეყნის ინტერესებს, არის მშვიდობის და სტაბილურობის მომხრე. ეს არის იმათთვის კონტრპროდუქტიული და ეს გამოიწვევს ივანიშვილის დასაცავად ხალხის გამოსვლას ქუჩაში. ძალიან ბევრი ადამიანი გამოვა, არანაკლები, ვიდრე ეს იყო 2012 წელს, როდესაც სწორედ ბიძინა ივანიშვილის გარშემო გაერთიანდა ქართველი ხალხი, მოხდა კონსოლიდაცია და დაიდო ის გამარჯვება არჩევნების გზით, რაც დაიდო“ – განაცხადა ვატო შაქარიშვილმა.

 

Back to top button