ვატო შაქარიშვილი: 2012 წელს რიგები დადგა ქართუ ბანკთან და ახლაც ხელმეორედ მიიღებენ იმიტომ, რომ იმ მოძრაობის მიზანი მაშინაც და დღესაც იყო საქართველოს კეთილდღეობა და გადარჩენა

„2012 წელს, მარტი-აპრილის პერიოდში ივანიშვილს დაუყადაღეს ბანკი „ქართუს“ ანგარიშები და ის ვეღარ ახერხებდა პოლიტიკური მოძრაობის დაფინანსებას. თუ გახსოვს მაშინ რა მოხდა საქართველოში? რიგები დადგა „ქართუ“ ბანკთან და ყველაზე სოციალურად შეჭირვებული ადამიანიდან, დამთავრებული შეძლებულ ადამიანამდე იდგა რიგში, ზოგი ერთ ლარს რიცხავდა, ზოგი ხუთს და ზოგს რაც შეეძლო იმდენს რიცხავდა. აი ამას მიიღებენ ისევ ხელმეორედ იმიტომ, რომ იმ მოძრაობის მიზანი მაშინაც და დღესაც იყო საქართველოს კეთილდღეობა, საქართველოს გადარჩენა და ძალიან ბევრი ანალოგიაა დღევანდელ დღესა და 2011-2012 წლის ბრძოლას შორის“- ამის შესახებ განაცხადა ვატო შაქარიშვილმა გადაცემაში „უცნობის კიდობანი“.

 

მისი თქმით სააკაშვილმა მაშინ მოახერხა, რომ ყველაზე გაჭირვებული ადამიანი ჩააყენა ყველაზე მდიდარი ადამიანის დახმარების რიგში და იმავეს მოახერხებენ დღეს. უპრეცედენტო კონსოლიდაციას მიიღებენ ამ ადამიანის გარშემო.

 

„თუ დავინახეთ, თუ კიდევ გაგრძელდა და დადასტურდა, რომ არა მარტო ქვეყნის შიგნით, „ნაციონალური მოძრაობის“ და არესოვიჩების/პოდოლიაკების რაღაც ურთიერთკავშირია და ამაში კიდევ უფრო დიდი ძალებია ჩართული, მაშინ მართლაც მიიღებენ იმას, რომ ძალიან ბევრი, ასი ათასობით ადამიანი დადგება თბილისის ქუჩებში საკუთარი პოზიციის დასაფიქსირებლად“- განაცხადა შაქარიშვილმა.

 

 

Back to top button