საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის ქვედანაყოფებს შორის სპორტული ტურნირი დასრულდა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ფინალური შეხვედრები გორში, I ქვეითი ბრიგადის ბაზაზე გაიმართა და მას თავდაცვის ძალების წარმომადგენლები დაესწრნენ.
„სამხედრო მოსამსახურეები ერთმანეთს სპორტის სამ სახეობაში – ქართულ ჭიდაობაში, ფრენბურთსა და მინი ფეხბურთში შეეჯიბრნენ. ქართულ ჭიდაობაში და მინი ფეხბურთში პირველი ადგილი I ქვეითმა ბრიგადამ დაიკავა, ფრენბურთში კი გამარჯვებული V საარტილერიო ბრიგადა გახდა. გამარჯვებულ გუნდებს თასები და მედლები გადაეცათ. სპორტული ტურნირი თავდაცვის ძალებში აღმოსავლეთის სარდლობის ორგანიზებით ჩატარდა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.