თამთა მეგრელიშვილი: „ფეისბუქის“ ხელმძღვანელობა აფრთხილებს ადამიანებს, რომ ტვ მთავარი, ტვ ფორმულა და ტვ პირველის გვერდები არღვევს საზოგადოების სტანდარტებს; მარტივად რომ ვთქვათ, ავრცელებენ ტყუილს, დეზინფორმაციას და ზიზღის ენას

ძალიან სერიოზული ამბავია, როდესაც უშუალოდ ფეისბუქის ხელმძღვანელობა აფრთხილებს ადამიანებს, რომ აღნიშნული ტელეკომპანიები და შესაბამისად მათი გვერდები არღვევს საზოგადოების სტანდარტებს, მარტივად რომ ვთქვათ, ავრცელებენ ტყუილს, დეზინფორმაციას და ზიზღის ენას – ასე ეხმიანება საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვი facebook – ის გამაფრთხილებელ შეტყობინებას, რომელიც ტელეკომპანიების მთავარის, ფორმულას და ტვ პირველის გვერდის აღწერაში გვხვდება.

 

„თუ ადამიანი გადაწყვეტს, რომ მოიწონოს ნაცების ტელევიზიების, მთავარის, ფორმულას ან ტვ პირველის გვერდი, ფეისბუქის ადმინისტრაცია აფრთხილებს მას, რომ აღნიშნული გვერდების მოწონება “საზიანოა მისი ჯანმრთელობისთვის” ეს ხუმრობით, ისე კი ძალიან სერიოზული ამბავია, როდესაც უშუალოდ ფეისბუქის ხელმძღვანელობა აფრთხილებს ადამიანებს, რომ აღნიშნული ტელეკომპანიები და შესაბამისად მათი გვერდები არღვევს საზოგადოების სტანდარტებს, მარტივად რომ ვთქვათ, ავრცელებენ ტყუილს, დეზინფორმაციას და ზიზღის ენას. ამაზე მეტი მტკიცებულება რა უნდა იყოს, როცა მსოლფიოს ნომერ პირველი ბიზნესკომპანია პირდაპირ გდებს ბრალს უსინდისობაში?…“ – წერს მეგრელიშვილი facebook – ზე.

Back to top button