ქობულეთში 9 კილომეტრამდე სიგრძის სადრენაჟე არხებზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

შპს „საქართველოს მელიორაცია“, ქობულეთის მუნიციპალიტეტში, დაბა ოჩხამურში დამშრობი მასივის მოწესრიგების სამუშაოებს ატარებს.

ხე-ბუჩქნარისა და ნატანი მასისგან 9 კილომეტრამდე სიგრძის კოლექტორები და შემკრები არხები იწმინდება.

ჩატარებული სამუშაოების შედეგად, არხის გამტარუნარიანობა გაიზრდება და მუნიციპალიტეტში, 30 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე სადრენაჟე მომსახურება აღდგება, რაც სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების გაზრდას შეუწყობს ხელს.

Back to top button