როგორც მოსალოდნელი იყო, და როგორც უკვე აღვნიშნე გუშინაც, ინტენსიურად მიდის ნიკა გვარამიას საქმის პოლიტიზება და პარალელურად ისე წარმოჩენა, როგორც თავის დროზე სააკაშვილის საქმის, რომელსაც ნუ იტყვით და მხოლოდ ბიუჯეტის ფულით ნაყიდი პიჯაკებისთვის ასამართლებდნენ და ეს იყო მისი დანაშაული მხოლოდ – წერს ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.
„როგორც მოსალოდნელი იყო, და როგორც უკვე აღვნიშნე გუშინაც, ინტენსიურად მიდის ნიკა გვარამიას საქმის პოლიტიზება და პარალელურად ისე წარმოჩენა, როგორც თავის დროზე სააკაშვილის საქმის, რომელსაც ნუ იტყვით და მხოლოდ ბიუჯეტის ფულით ნაყიდი პიჯაკებისთვის ასამართლებდნენ და ეს იყო მისი დანაშაული მხოლოდ. ეხლაც, უნდათ საზოგადოებას მიყიდონ ნარატივი, რომ გვარამია თურმე მხოლოდ სამსახურებრივი მანქანის არამიზნობრივად გამოყენებისთვის დაიჭირეს.
არადა, კრინტს არ ძრავენ გვარამიას მიერ რ-2 სთვის მიყენებულ 7 მილიონამდე ზიანის მიყენების ფაქტზე. ისე, კარგად ძებნისას სხვა ბევრი კრიმინალიც ამოძვრება. რატომღაც გვარამიას მხარე არაფერს ამბობს განაჩენის გასაჩივრებაზე ზემდგომ სასამართლო ინსტანციებში. თუ ვთქვათ და პირველი ინსტანციის სასამართლო შეცდა, ამის გამოსწორება შეიძლება სააპელაციოსა და უზენაესში.
ამ ინსტაციების გავლის გარეშე საქმე სტრასბურგის სასამართლომდე მაინც ვერ მივა და ეს იცის ლამის ყველა მოქალაქემ. თუმცა, გასაგებია რატომ არ უნდათ სამართლებრივი გზით იარონ. ამზადებენ აქციებს! ისინი გარკვეული ხანი კიდევ შეეცდებიან გვარამიასგან წამებული “გმირის” გამოძერწვას, ააწრიალებენ მეგობარ-მოკავშირეებს დასავლეთში, გამოიყვანენ ვიღაცეებს ქუჩაში, და თუ ნახეს რომ არაფერი გამოსდით, დაბრუნდებიან საკუთარ წრეზე და გააგრძელებენ ჩვეულ სტილში ბზრიალს ტელეეთერებში“ -წერს ანჯაფარიძე facebook – ზე.