მცენარეთა დაცვის დარგის განვითარების მიზნით შექმნილი სამეთვალყურეო საბჭოს მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში მცენარეთა დაცვის დარგის განვითარების მიზნით შექმნილი სამეთვალყურეო საბჭოს რიგით მე-6 შეხვედრა მინისტრის პირველმა მოადგილემ, საბჭოს თავმჯდომარემ, გიორგი ხანიშვილმა გახსნა.

სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი შესაბამისი უწყებების – სურსათის ეროვნული სააგენტოს, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიისა და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითიცენტრის წარმომადგენლებმა დარგში არსებულ გამოწვევებზე, მიღწეულ შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე მოკლე ანგარიშები წარადგინეს.

ყურადღება გამახვილდა სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაცვის, საკარანტინო მავნებლების გამოვლენისა და რისკების შეფასების ღონისძიებებზე, DCFTA-ს ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე. საბჭოს წევრებმა მცენარეული წარმოშობის პროდუქტების წარმოების და ექსპორტ-იმპორტის ხელშეწყობის საკითხებიც განიხილეს.

სამეთვალყურეო საბჭოს შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის განვითარების დეპარტამენტის(USDA), სურსათის ეროვნული სააგენტოს, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის, შემოსავლების სამსახურის, დონორი ორგანიზაციების, არასამთავრობო და სამეცნიერო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Back to top button