ბათუმში ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის რიგით მე-13 ფესტივალი „Expo Batumi Travel 2022“ გაიმართა

ქალაქ ბათუმში ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის რიგით მე-13 ფესტივალი „Expo Batumi Travel 2022“ გაიმართა, რომელშიც   საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტები, ტურიზმის სფეროში მომუშავე საერთაშორისო და ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

გამოფენაზე კასპის მუნიციპალიტეტი წარმოადგინეს შპს „თი-ემთი“-მ, შპს „ჯორჯიან ნატურალ პროდუქტმა“ და ინდმეწარმე ირმა გოგობერიძემ.

შპს „თი-ემთი“-მ გამოფენაზე დამთვალიერებლებს  საკონსერვო ნაწარმი, ხილის წვენები, მურაბები და მარინადები, ხოლო შპს „ჯორჯიან ნატურალ პროდუქტმა“ სხვადასხვა სახის სასმელი შესთავაზეს.

განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ირმა გოგობერიძის პროდუქციამ – მრავალი სახეობის თხის ყველმა, ვინაიდან საქართველოში თხის მოშენება და ყველის წარმოება შედარებით იშვიათია.

კასპის მუნიციპალიტეტს საერთაშორისო გამოფენაში აქტიური მონაწილეობისათვის სერთიფიკატი გადაეცა.

Back to top button