ევროკავშირის და UNDP-ის „სოფლის განვითარების პროგრამა“ სოფლად მეწარმეობის განვითარებას უწყობს ხელს

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, ინდმეწარმემ, ზაქარია იაკობიშვილმა, სოფლის განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, ავეჯის მცირე საწარმოს მოდერნიზება მოახდინა, რისთვისაც 29,000 ლარი საგრანტო დაფინანსება მიიღო. შედეგად, საწარმოში წარმოების ზრდასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობაც გაიზარდა.

 

ავეჯის საწარმოში მიმდინარე სამუშაო პროცესი  სოფლის განვითარების სააგენტოს პროექტების მართვისა და ტექნიკური დახმარების დეპარტამენტის უფროსმა, თორნიკე კაპანაძემ და  გაეროს განვითარების პროგრამის „სოფლის განვითარების გაუმჯობესება საქართველოში“ კოორდინატორმა, გიორგი ციმინტიამ დაათვალიერეს.

 

„ევროკავშირის (EU) და გაეროს განვითარების  პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, სოფლის განვითარების სააგენტო ახორციელებს არასასოფლო-სამეურნეო ბიზნესმიმართულების პროგრამას. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, გაცემულია 6 მლნ ლარი თანადაფინანსება. დაფინანსდა 60-მდე ბენეფიციარი“, – განაცხადა სოფლის განვითარების სააგენტოს პროექტების მართვისა და ტექნიკური დახმარების დეპარტამენტის უფროსმა,  თორნიკე კაპანაძემ.

 

გაეროს განვითარების პროგრამის „სოფლის განვითარების გაუმჯობესება საქართველოში“ კოორდინატორ  გიორგი ციმინტიას განცხადებით,  ევროკავშირისადა გაეროს განვითარების პროგრამის ინიციატივის ფარგლებში, საქართველოს მთავრობასთან პარტნიორობით, მრავალი წელია სოფლად არასასოფლო-სამეურნეო ბიზნესის დაფინანსების პროგრამა ხორციელდება.   პროგრამის ბიუჯეტი9 მლნ ლარს შეადგენს.

 

„სოფლის განვითარების პროგრამა” ქედას, ხულოს, ბორჯომის, ახალქალაქის, თეთრიწყაროს, ყაზბეგის, ლაგოდეხისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში ხორციელდება.

 

„სოფლის განვითარების პროგრამას“  სოფლის განვითარების სააგენტო (RDA) ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის” (ENPARD) ფარგლებში ახორციელებს.

Back to top button