მთავრობის მეთაური სახელმწიფო პროგრამა ,,განახლებული რეგიონების” ფარგლებში ხაშურში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სახელმწიფო პროგრამა ,,განახლებული რეგიონების” ფარგლებში ხაშურში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.

 

სამუშაოები მოიცავს ცენტრალური მოედნისა და მიმდებარე ტერიტორიის მოწყობას, 3 შენობას და 2 სკვერს, მიმდინარეობს გიორგი სააკაძის და მერაბ კოსტავას ქუჩებზე არსებული შენობების ფასადების განახლება, აგრეთვე ცენტრალური მოედნისა და დიმიტრი ყიფიანის სახელობის სკვერის რეაბილიტაცია, სადაც დღეს პრემიერი ადგილობრივ მცხოვრებლებს გაესაუბრა.

 

როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ მთავრობის მეთაურს განუმარტა, პროექტისთვის 4.5 მლნ ლარია გამოყოფილი და ასევე გრანტის სახით მუნიციპალური განვითარების ფონდი მუნიციპალიტეტს 567 ათას ლარამდე გადასცემს.

 

მთავრობის მეთაურთან ერთად აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

Back to top button