გია აბაშიძე: “ნაცებო” ან უცხოელი ლობისტები გამოცვალეთ ანდა ისეთი გზავნილები გაავრცელეთ, სადაც ასე ფინაჩურად არ იქნება შეთითხნილი თქვენი “მესიჯ-ბოქსი’!

ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში ევროპული პოლიტიკის კვლევითი ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ სტატიას ეხმიანება.

 

მისი თქმით ნებისმიერი მკვლევარისთვის სირცხვილია, როდესაც მის ნაშრომში არის უხეში ფაქტობრივი შეცდომები.

 

“დავუბრუნდეთ ბრიუსელის პოლიტიკის კვლევითი ცენტრის (CEPS) საქართველოზე გამოქვეყნებულ პასკვილს (ე.წ. ანალიტიკურ სტატიას). ნებისმიერი მკვლევარისთვის სირცხვილია, როდესაც მის ნაშრომში არის უხეში ფაქტობრივი შეცდომები.

 

კერძოდ: დედანში ვკითხულობთ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს მოყვა ოპოზიციის ლიდერის, ნიკა მელიას დაპატიმრება და ოპოზიციური პარტიების მიერ პარლამენტის ბოიკოტი. უკაცრავად და 2019-ში, პარლამენტზე შტურმის კრიმინალური ფაქტი სადაა? ასეთი გზავნილით “გამოკვებეს” CEPS-ის “პატივცემული” მკვლევარები ნაცპოლიტიკანებმა? მელიას დაკავების მერე როდის იყო ბოიკოტი? ტყუილია! ბოიკოტი იყო არჩევნების შემდეგ, 2020 დეკემბერში და მელია 2021 თებერვალში დააკავეს. ამავე სტატიაში წერია, რომ შარლ მიშელის მედიაციით, დოკუმენტი გაფორმდა 2021 წლის მაისში (არა და 19 აპრილი იყო).

 

სტატიის მიკერძოებულობას რომ თავი დავანებოთ, ეს მიკერძოებაც დაუდევრადაა დაწერილი. სკოლის მოსწავლეც კი არ დაუშვებს ასეთ ფაქტობრივ შეცდომებს. “ნაცებო”, ინგლისური ენა საქართველოში გაცილებით ბევრმა იცის და კონტენტ-ანალიზიც. ან უცხოელი ლობისტები გამოცვალეთ ანდა ისეთი გზავნილები გაავრცელეთ, სადაც ასე ფინაჩურად არ იქნება შეთითხნილი თქვენი “მესიჯ-ბოქსი!”- წერს აბაშიძე.

 

Back to top button