ლანჩხუთში სადრენაჟე სისტემა წესრიგდება

შპს „საქართველოს მელიორაცია“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სუფსის დამშრობ მასივს აწესრიგებს. სოფელ ჩოჩხათის ტერიტორიაზე ხე-მცენარეებისა და ნატანი მასისგან 6 კილომეტრი სიგრძის კოლექტორული და შემკრები არხები იწმინდება.

სამუშაოების დასრულების შემდეგ არხის საპროექტო პარამეტრები აღდგება და არხის გამტარუნარიანობა გაიზრდება. შედეგად, 30 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე სადრენაჟე მომსახურება აღდგება.

დამშრობ მასივზე მიმდინარე სამუშაოები თვის ბოლოს დასრულდება.

Back to top button