სოზარ სუბარი: თუკი, 2012 წლამდე არცერთი ადამიანის სანქცირებაზე არ იყო საუბარი, არც არასამთავრობოები და არც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები არ აკრიტიკებდნენ სასამართლო სისტემას, დღეს გაუგებარია და მიუღებელიც მათი ეს განცხადებები

,,ასეთი ხმაური იყო ატეხილი რუსთავი 2-ის საკუთრების საქმესთან დაკავშირებით და ძალიან ბევრი განცხადება გაკეთდა, მათ შორის, ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან, სადაც ლაპარაკი იყო ჩარევაზე სიტყვის თავისუფლების სფეროში. თუმცა, საბოლოოდ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადასტურა, რომ საქართველოს სასამართლოებმა მიიღეს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება,’’ – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა.

 

როგორც სოზარ სუბარმა აღნიშნა, თუ ეს ადამიანები 2012 წლამდე სასამართლოს არ აკრიტიკებდნენ, მათი მხრიდან ესეთი განცხადებები მიუღებელი და გაუგებარია.

 

,,საბოლოოდ, როდესაც დაიწყება გამოკითხვა, თუ რა არ მოგწონთ ბოლო-ბოლო დღეს სასამართლო რეფორმის ნაწილში. ისინი მიდიან კონკრეტულ გვარებამდე, რომ მათ არ მოსწონთ კონკრეტული ადამიანები. თუკი, 2012 წლამდე არცერთი ადამიანის სანქცირებაზე არ იყო საუბარი და სხვათა შორის, არც არასამთავრობო სექტორის ის წარმომადგენლები, რომლებიც დღეს აქტიურობენ სასამართლო სისტემის წინააღმდეგ და არც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები არ აკრიტიკებდნენ სასამართლო სისტემას, დღეს მით უმეტეს, გაუგებარი და მიუღებელია მათი ეს განცხადებები,’’ – განაცხადა სოზარ სუბარმა საუბრის დროს.

Back to top button