ანდრია გვიდიანი გახარიაზე: 4 კვირა კი არა, 4 წუთი არ იყო გასული, დადგა და ბოღმის ნთხევა დაიწყო, რა სამარცხვინოა – როგორ გაბანძდა ეს კაცი

„4 კვირა კი არა, 4 წუთი არ იყო გასული და საიდანაც შემოვიდა, ისევ იქ კი არ გავიდა, დადგა და ბოღმის ნთხევა დაიწყო“- ასე ეხმიანება ექსპერტი ანდრია გვიდიანი გიორგი გახარიას ბრიფინგს.

 

„გახარიას ბრიფინგს ვუყურე. კოპებშეკრული დადგა ტრიბუნასთან და მენტორული ტონით ჭკუას არიგებდა მთელ ქვეყანას. ახლაო ძალიან მნიშვნელოვანი მომენტიაო, შემდეგი 4 კვირა უმჯობესი იქნებაო თუ ყველა გავჩუმდებითო.

 

4 კვირა კი არა, 4 წუთი არ იყო გასული და საიდანაც შემოვიდა, ისევ იქ კი არ გავიდა, დადგა და ბოღმის ნთხევა დაიწყო. დღევანდელი ხელისუფლება იმდენად ავტორიტარულია, არ არის თავსებადი ევროპულ ღირებულებებთანო; საქართველო ავტორიტარული რეჟიმების მხარეს დგასო (რუსეთი იგულისხმა აქ); გვარამიაზე თქვა – საქართველოში პოლიტიკური მართლმსაჯულებააო; P.S. – რა სამარცხვინოა – როგორ გაბანძდა ეს კაცი“- წერს გვიდიანი.

Back to top button