პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ვიცე-სპიკერის არჩილ თალაკვაძის თხოვნაზე, ოპოზიციის წარმომადგენლებს ხელის აწევით დაედასტურებინათ, დღევანდელი მოცემულობით იმსახურებს თუ არა საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის სტატუსს, ხელი ოპოზიციის მხოლოდ ერთმა წარმომადგენელმა აწია.
როგორც არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, ეს არის პრობლემა და ასეთი ოპოზიცია ჰყავს საქართველოს პარლამენტში.
„ემხრობით თუ არა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ახლა და დღეს არსებული მოცემულობით, ანუ თქვენ, თქვენს ქვეყანას რაიმე დამატებით პირობას უყენებთ, თუ თვლით ახლავე, რომ საქართველო ამ დემოკრატიის პირობებში ამ ხელისუფლებით, ამ ოპოზიციით, ამ რეფორმებით იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, გთხოვთ, ხელის აწევით დაუჭიროთ მხარი ამ წინადადებას?… ხედავთ მეგობრებო, ეს არის პრობლემა და ასეთი ოპოზიცია ჰყავს საქართველოს პარლამენტში“ – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. ოპოზიციის რადიკალურმა ნაწილმა თავიანთი გამოსვლების შემდეგ საპარლამენტო დებატები დატოვა. სხდომაზე დებატები ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობს.