ჯუანშერ ბურჭულაძე: მინდა მადლიერება გამოვხატო საერთაშორისო პარტნიორების მრავალწლიანი ძალისხმევისთვის – გაძლიერდეს საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობები და ჩვენი ჯარის მზადყოფნის დონე

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ძლიერი ჯარი ყოველთვის იყო ქართული სახელმწიფოს მნიშვნელოვანი საფუძველი. მან ამ საქმეში საზოგადოებისა და პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერაზე გაამახვილა ყურადღება: „ჩვენი საზოგადოებისა და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, ჩვენი ჯარი გააგრძელებს მზადყოფნის დონის ამაღლებას ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევებისათვის ღირსეული პასუხის გასაცემად“.

 

თავდაცვის მინისტრმა მსოფლიოსა და რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე მშვიდობისთვის ბრძოლის გაძლიერების შესახებ ისაუბრა. მან მადლობა გადაუხადა საერთაშორისო პარტნიორებს, რომლებიც თავდაცვით შესაძლებლობების გაძლიერებაში საქართველოს მხარს უჭერს. „მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. მინდა მადლიერება გამოვხატო მათი მრავალწლიანი ძალისხმევისთვის – გაძლიერდეს საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობები და ჩვენი ჯარის მზადყოფნის დონე“, – აღნიშნა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

Back to top button