უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანი, ეს არ არის ჩვეულებრივი პიროვნება, გამოვიდა და თქვა, რომ ასე ვთქვათ, მათი სურვილი იყო მეორე ფრონტის გახსნა საქართველოსა და მოლდოვაში. ადამიანმა თქვა საუბრისას, გამოსვლისას, რომ არა მხოლოდ მათი ქალები და ბავშვები უნდა იღუპებოდნენ, არამედ მეორე ფრონტი უნდა იყოს საქართველოშიო და მოლდოვაშიო. ამის შემდეგ, თქვენ, მოგმართავთ ახლა საქართველოს მოქალაქეებს, ამ შემთხვევაში. როგორ გიჩნდებათ, როგორ არ გიჩნდებათ ან ელემენტარული ემოცია, პროტესტი, ან რაღაც, რომ ამის შემდეგ კიდევ იმავეს აგრძელებთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა, სადაც მთავრობის მეთაურს ინტერპელაციის წესით უსმენენ.
პრემიერმა ოპოზიციას მიმართა, რომ ჩამოყალიბდნენ, საერთოდ ვის ემსახურებიან, საქართველოს, თუ სხვა სახელმწიფოს ან სახელმწიფოებს.
„მოვისმინეთ მორიგი აღიარება უკრაინის ხელისუფლების მხრიდან, სამწუხაროდ. მე შეგახსენებთ ყველას, მინდა, ჩვენს მოქალაქეებს მივმართო, თუ რა ხება რეალურად და რატომ არის ეს აჟიოტაჟი არაფრისგან გამოწვეული. უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანი, ეს არ არის ჩვეულებრივი პიროვნება, გამოვიდა და თქვა, რომ ასე ვთქვათ, მათი სურვილი იყო მეორე ფრონტის გახსნა საქართველოსა და მოლდოვაში. ადამიანმა თქვა საუბრისას, გამოსვლისას, რომ არა მხოლოდ მათი ქალები და ბავშვები უნდა იღუპებოდნენ, არამედ მეორე ფრონტი უნდა იყოს საქართველოშიო და მოლდოვაშიო. ამის შემდეგ, თქვენ, მოგმართავთ ახლა საქართველოს მოქალაქეებს, ამ შემთხვევაში. როგორ გიჩნდებათ, როგორ არ გიჩნდებათ ან ელემენტარული ემოცია, პროტესტი, ან რაღაც, რომ ამის შემდეგ კიდევ იმავეს აგრძელებთ. კიდევ ერთი მინდა შეგახსენოთ, ასეთი პიროვნება არის არესტოვიჩი, თუ არ ვცდები, გამოვიდა და თქვა, რომ ეს მთავრობა არ არის ომის მთავრობა და მოიყვანა აქვე მაგალითი, რომ სააკაშვილი რომ ყოფილიყო ხელისუფლებაშიო დღესო, რუსეთთან ომს გამართავდაო და დღეს ეს ხელისუფლება არ წავიდა ომზე რუსეთთანო. ეს ფაქტიურად მეორე აღიარებაა. თქვენგან ნული, არავითარი რეაქცია, რეაგირება, პროტესტი არ გამიგონია. თქვენ საერთოდ ჩამოყალიბდით, ვის ემსახურებით, ემსახურებით საქართველოს, თუ ემსახურებით სხვა სახელმწიფოს, თუ სახელმწიფოებს. ამაზე გიფიქრიათ საერთოდ ოდესმე?! ეს არის მთავარი კითხვა და ამაზე უნდა გასცეს პასუხი ყველამ,”- აღნიშნა პრემიერმა.