შეერთებული შტატების ქალაქ ნიუ იორკში ქართული დიასპორისადმი მიძღვნილი ფორუმი გაიმართა.
ფორუმის ორგანიზატორები იყვნენ:
- ქართული დიასპორის თავმჯდომარე და დიასპორის კომიტეტის სამეცნიერო საბჭოს წევრი ინა ასანიძე;
- ირმა რუბინო,,Georgian Diaspora”-თავმჯდომარე;
- ნიკა ჩხეიძე – ნიუ იორკში ქართული სათვისტომოს თავმჯდომარე.
ფორუმზე წარმოდგენილი იყვნენ პერსონები ქართული სათვისტომოდან თითქმის ყველა სფეროდან: კულტურა, სპორტი, ბიზნესი, ჟურნალისტიკა, სოციალური სფერო და სხვა…
ფორუმზე განსახილველად წარმოდგენილი იყო ორი საკითხი:
1) პანდემიის გამო ამერიკაში ქართული დიასპორის მიერ შექმნილი კრიზისცენტრის მუშაობის შედეგების განხილვა;
2) ქართულ დიასპორაში არსებული პრობლემები და გამოწვევები
საინფორმაციო სააგენტო “ნიუსპრესის” ამერიკა – კანადის ბიუროს კორესპონდენტის, ლელა ჭელიძის ინფორმაციით, მწვავე დისკუსია მოჰყვა ქართველ ემიგრანტების პრობლემების განხილვას.
მონაწილეები შეთანხმდნენ,რომ მეტი ჩართულობაა საჭირო დიასპორის კოორდინირებული მუშაობისათვის.
ფორუმს ესპანეთიდან ესწრებოდა მანანა გოგოლაძე – ესპანეთის კრიზის ცენტრის ფილიალის წარმომადგენელი.
აგრეთვე, განხორციელდა პირდაპირი ჩართვა საქართველოს პარლამენტიდან, მონაწილეებს
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ბექა ოდიშარიამ მიმართა .
დასასრულს ფორუმის მონაწილეებს გადაეცათ სიგელები ემიგრაციაში ყოფნის დროს გაწეული დამსახურებისათვის.