ირაკლი ღარიბაშვილი: ისრაელის პრემიერთან კარგი შეხვედრა მქონდა, ჩვენს ქვეყნებს შორის 26-საუკუნოვანი მეგობრობა საამაყოა ჩვენი მოძმე ერების საერთო ისტორიაში

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრ ნაფტალი ბენეტთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში” საკუთარ გვერდზე ეხმაურება.

მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ შეხვედრისას მხარეები თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარებაზე შეთანხმდნენ, რათა სრულად იყოს ათვისებული არსებული პოტენციალი.

„ისრაელში ჩემი ოფიციალური ვიზიტი დაიწყო. დღეს მქონდა ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრ ნაფტალი ბენეტთან შეხვედრის პატივი. ჩვენს ორ ქვეყანას შორის 26-საუკუნოვანი მეგობრობა საამაყოა ჩვენი მოძმე ერების საერთო ისტორიაში. შევთანხმდით, რომ მზარდ თანამშრომლობას კიდევ უფრო განვავითარებთ აუთვისებელი პოტენციალის სრული გამოყენების მიზნით”, – აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.

Back to top button