საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის სახელმწიფოს ქნესეთის თავმჯდომარე მიკი ლევისთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში” საკუთარ გვერდზე ეხმაურება.
მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ ნაყოფიერი საუბარი შედგა ქნესეთის თავმჯდომარესთან. ირაკლი ღარიბაშვილი ხაზს უსვამს საკანონმდებლო ორგანოების როლს სახელმწიფოს ფუნქციონირების პროცესში.
„დღეს ისრაელის სახელმწიფოში ნაყოფიერი საუბარი მქონდა ქნესეთის თავმჯდომარე მიკი ლევისთან. შეხვედრისას ხაზი გავუსვით ჩვენი ქვეყნების პარლამენტებს შორის არსებული თანამშრომლობის ჩარჩოს. საკანონმდებლო ორგანოს უმთავრესი და უაღრესად მნიშვნელოვანი როლი აკისრია სახელმწიფოს ფუნქციონირების შენარჩუნებისა და მუდმივი გაუმჯობესების საქმეში”, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.