თამთა მეგრელიშვილი: პაატა მანჯგალაძის მიერ პოლიტიკური ფიგურების პიროვნული შეფასებები ალოგიკურია; ფანჩატურში ბაასით და პარლამენტის დაბოქლომებით საკუთარი ამომრჩევლებისათვის მიცემული დაპირებები დაპირებებად დარჩა

„მისივე ლოგიკას რომ მივყვეთ დღეიდან სამართლიანია “სტრატეგია აღმაშენებელი” ცრუ პარტიად მოვიხსენიოთ. ფანჩატურში ბაასით და საკანონმდებლო ორგანოს დაბოქლომებით ამ პარტიის მიერ საკუთარი ამომრჩევლებისათვის მიცემული დაპირებები დაპირებებად დარჩა“- წერს საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის პაატა მანჯგალაძის განცხადების შესახებ.

 

„ოპოზიციის წარმომადგენლები ევროკავშირის დერეფნებში დადიან და როგორც ვიზა ლიბერალიზაციის წინააღმდეგ გამოდიოდნენ, ზუსტად იმავეს აკეთებენ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებითაც. ამას პრივატულ საუბრებში ევროკავშირის წარმომადგენლებიც ადასტურებენ. კიდევ ბევრი რამაა რაც არც დაიწერება და არც ითქმება… “ნაციონალური მოძრაობის” შემომწირველს 2013-2019 წლებში 5450ლარით ამჟამად “სტრატეგია აღმაშენებელში“ პორტირებულს და მის ერთ-ერთ ლიდერს პაატა მანჯგალაძეს ფაქტია საეჭვოდ ეწყინა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ ოპოზიციური სპექტრის პოლიტიკური მხილება – კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით მათ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებზე.

 

მათი უკვე გაშიფრული გეგმის მიხედვით რადიკალების და მათი უცხოელი ლობისტების გათვლა მარტივია, საქართველომ არ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი, ამას უნდა მოჰყვეს საზოგადოების მღელვარება, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ხელისუფლების გადატრიალება და საქართველოს ომში ჩართვა”.

 

როგორც ჩანს ამ გეგმის ნაწილია პაატა მანჯგალაძის და მისი გუნდის პოლიტიკური ხედვაც. აბა რას ემსახურება ირაკლი კობახიძისადმი ასეთი ნეგატიური დამოკიდებულება?! ირაკლი კობახიძის ცრუდ მოხსენიება უხერხულობას ქმნის მაშინ როცა “სტრატეგია აღმაშენებელმა” ბოლო საპარლამენტო არჩევნებში 5 ძირითადი დაპირებიდან საკუთარ ამომრჩეველს არცერთი არ შეუსრულა (პოლიტიკურ დღის წესრიგშიც კი არ დააყენა დაპირებული საკითხები).

 

პაატა მანჯგალაძის მიერ პოლიტიკური ფიგურების პიროვნული შეფასებები ლოგიკას მოკლებულია, პოლიტიკასთან ხომ საერთო არ აქვს. და მაინც, მისივე ლოგიკას რომ მივყვეთ დღეიდან სამართლიანია “სტრატეგია აღმაშენებელი” ცრუ პარტიად მოვიხსენიოთ. ფანჩატურში ბაასით და საკანონმდებლო ორგანოს დაბოქლომებით ამ პარტიის მიერ საკუთარი ამომრჩევლებისათვის მიცემული დაპირებები დაპირებებად დარჩა“- წერს მეგრელიშვილი Facebook-ზე.

Back to top button