პრემიერ-მინისტრმა, ისრაელის სახელმწიფოში ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრებთან ერთად, ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგო

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგო.

მთავრობის მეთაური, ისრაელის სახელმწიფოში ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრებთან ერთად „იად ვაშემ”-ში იმყოფებოდა.

ირაკლი ღარიბაშვილმა მუზეუმი დაათვალიერა, ჰოლოკოსტის მსხვერპლთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და სამახსოვრო წიგნში ჩანაწერი დატოვა.

Back to top button