აგერ პირდაპირ აღიარებენ, რომ კანდიდატის სტატუსი მიეცემა მას, ვინც ომში ჩაერთვება – საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში ესტონეთის პრემიერ-მინისტრის კაია კალასის განცხადებას ეხმიანება.
„აგერ პირდაპირ აღიარებენ, რომ კანდიდატის სტატუსი მიეცემა მას, ვინც ომში ჩაერთვება.
უკრაინას აძლევენ სტატუსს ომის სანაცვლოდ, ათიათასობით ადამიანის სიცოცხლის სანაცვლოდ. მოლდოვა და საქართველო ისჯებიან მხოლოდ იმიტომ, რომ არ ვერთვებით ომში!“ – წერს მეგრელიშვილი facebook – ზე.