,,საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება , გეოპოლიტიკურად სწორი ნაბიჯი იქნება თვითონ ევროპისათვის, რადგან საქართველო რჩება კავკასიასა და უკიდურეს აღმოსავლეთში ერთადერთი, უპირობო პარტნიორი” – წერს ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.
როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, ცოტა უხერხული ხომ არ იქნება “დსთ”-ის წევრ ქვეყანას მიანიჭო და საქართველოს, რომელსაც “ტრიო”-ს ფორმატში ყველაზე მაღალი მაჩვენებლები აქვს რეფორმების თვალსაზრისით, სტატუსის გარეშე დატოვო?!
,,მოლდოვასთან არანაირი პრეტენზიები,თუმცა ცოტა უხერხული ხომ არ იქნება “დსთ”-ის წევრ ქვეყანას მიანიჭო და საქართველოს,რომელსაც “ტრიო”-ს(საქართველო, უკრაინა,მოლდოვა) ფორმატში ყველაზე მაღალი მაჩვენებლები აქვს რეფორმების თვალსაზრისით, სტატუსის გარეშე დატოვო?! ამავდროულად საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება , გეოპოლიტიკურად სწორი ნაბიჯი იქნება თვითონ ევროპისათვის, რადგან საქართველო რჩება კავკასიასა და უკიდურეს აღმოსავლეთში ერთადერთი, უპირობო პარტნიორი” – წერს ანალიტიკოსი.