
თიბისი ლიზინგი საქართველოში მცხოვრებ, ომის შედეგად დაზარალებულ უკრაინულ ოჯახების დაეხმარა. ინიციატივის ფარგლებში ორგანიზაციამ ძალები ორ ქართულ ბრენდთან გააერთიანა და „ორბელიანი მეტის“ ჩართულობით, ქართული წარმოების ჰიგიენური საშუალებები და ბავშვის ტანსაცმელი 200-მდე ადამიანს გადასცა.
„პირველი ივნისი ბავშვთა დაცვის დღეა. წელს გადავწყვიტეთ, რომ სიმბოლური საჩუქრები საქართველოში მცხოვრები უკრაინელი ბავშვებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის გადაგვეცა. ჩვენი სერვისით მოსარგებლე ნიკოლი-სგან ბავშვების ტანისამოსი, ნამი-სგან კი ჰიგიენური საშუალებები შევიძინეთ. საჭირო ნივთებს თავი მოვუყარეთ და უკრაინის მოქალაქეებს გადავეცით,“ – გაგა გოგუა, თიბისი ლიზინგის გენერალური დირექტორი.
აღნიშნული ინიციატივა ერთჯერად ხასიათსარ ატარებს. თიბისი ლიზინგის გუნდი აქტიურად არის ჩართული უკრაინის მხარდაჭერის პროცესში და სხვადასხვა აქტივობის განხორციელებას გეგმავს.