,,ფაქტები გავიხსენოთ. რა მოხდა, ამ წელიწადნახევრის განმავლობაში – ერთადერთი, რაც “დავაშავეთ’’, არის ის, რომ არ დავუთმეთ ნაცმოძრაობას ხელისუფლება. სხვა დანაშაული ჩვენ არ მიგვიძღვის. ერთი რომ, არ გადავაბარეთ ხელისუფლება და მეორე, სასამართლო არ მივეცით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი,’’ – განაცხადა ,,ქართული ოცნების’’ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია ,,იმედის’’ ეთერში.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ორი მიმართულებით იყო ზეწოლა, მათ მიზანს კი სასამართლოს ხელისუფლებაში შეღწევა წარმოადგენდა.
,,ორი მიმართულებით იყო ზეწოლა და ეს საბოტაჟი თავიდან ბოლომდე ემსახურებოდა ამ ორ რამეს. ერთი, რომ გადაგვებარებინა ნაცმოძაობისთვის პარლამენტი, ანუ რიგგარეშე არჩევნები და ა.შ. ეს სცენარი ჰქონდათ შემოთავაზებული და მეორე, პირდაპირ უტევდნენ სასამართლოს იმისათვის, რომ თვითონ შეეღწიათ ამ სისტემაში, რასაც ჩვენ, ბუნებრივია, ვერ დავუშვებდით,’’ – განაცხადა კობახიძემ გადაცემა ,,იმედი LIVE’’ ეთერში.