ონის მუნიციპალიტეტის მერი – სერგი ხიდეშელი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში პოლონეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა.
ონის მუნიციპალიტეტის მერმა პოლონეთში მოინახულა ვიელკოპოლსკის ოლქი, რჟგოვის მუნიციპალიტეტი, ქალაქები კონინი და იუნიოვი.
სერგი ხიდეშელმა მონაწილეობა მიიღო ქ.იუნიოვში გამართულ კონგრესზე, რომლის თემაც გახლდათ “გეოთერმული ენერგიის და სხვა განახლებადი ენერგიის ინვესტიციები კლიმატის დაცვასა და ეკონომიკის განვითარებაში”სადაც განხილული იქნა შემდეგი საკითხები: განახლებადი ენერგიის წყაროები და კლიმატის ცვლილება, რეგულაციები, ენერგიასთან დაკავშირებული ასპექტები, კლიმატისთვის სასარგებლო ქმედებების წასახალისებლად.
მერმა, კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა, რომ აღნიშნული მიმართულებით, ონის მუნიციპალიტეტი შეუერთდა მერების შეთანხმებას კლიმატისა და ენერგეტიკისთვის, რომლის ფარგლებშიც ონის მუნიციპალიტეტი იღებს ვალდებულებას 2030 წლისთვის, მინიმუმ 30%-ით შეამციროს CO2-ის (და სხვა სათბური აირების) ემისია საკუთარი ტერიტორიიდან და კლიმატის ცვლილების შედეგებთან შეგუებით აამაღლოს მუნიციპალიტეტის მედეგობა.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, მაღალი დონის შეხვედრები გაიმართა. ონის და რჟგოვის მუნიციპალიტეტებს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რაც გულისხმობს ადგილობრივი ხელისუფლების მენეჯმენტის, განათლების, კულტურის, ტურიზმის, აგროტურიზმის მიმართულებით და სხვა სფეროებში კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობას, მემორანდუმი ორ სახელმწიფოს შორის მეგობრული ურთიერთობების ნათელი მაგალითია.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, პოლონეთში საქართველოს ელჩმა – ზურაბ ბერიძემ ქართულ დელეგაციასთან ერთად, საქართველოს სახელით პოლონეთის მხარეს საჩუქრად ქართული ვაზის ჯიშის ნერგები გადასცა, რომელიც საზეიმო ვითარებაში ორივე მხარემ ერთობლივად დარგეს, როგორც სიმბოლო ორი ქვეყნის ისტორიული მეგობრობისა.