მამუკა მდინარაძე: სამწუხაროდ, ოპოზიცია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ თუ უკრაინა და მოლდოვა მიიღებენ კანდიდატის სტატუსს, საქართველომ არ მიიღოს

სამწუხაროდ, ოპოზიცია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ თუ უკრაინა და მოლდოვა მიიღებენ კანდიდატის სტატუსს, საქართველომ არ მიიღოს და ეს არის მათი უკანასკნელი შანსი, რომ რაღაცნაირად მოახერხონ საქართველოში სიტუაციის ამოყირავება, ხელისუფლების დამხობა და ა.შ. – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

 

„მაგალითად, ასოცირებულ ტრიოში აბსოლუტურად ყველა კრიტერიუმით პირველ ადგილზე ვართ. დავუშვათ მოხდა ისე, რომ კრიტერიუმების მიუხედავად, საერთოდ არაფერი გაითვალისწინეს და საქართველოს არ მისცეს კანდიდატის სტატუსი, ამ შემთხვევაში მოხდა რაღაც არაორდინალური, რაღაც ისეთი, რაც საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედების შედეგია.

სუბიექტურად რომ წავიდეთ, ვისი ინტერესია ეს ყველაფერი? სუბიექტურად კი, რაც არ უნდა ცუდი ხელისუფლება იყოს, ამ ხელისუფლებას არ აწყობს ასეთი გადაწყვეტილება. საქმის გაფუჭება გაცილებით ადვილია, ვიდრე გაკეთება“, – აღნიშნა მდინარაძემ.

Back to top button