ზაალ ანჯაფარიძე: თუკი ევროკავშირი საქართველოს უარს ეტყვის და მოლდოვა-უკრაინა თანხმობას მიიღებს, ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირი საქართველოს ხელს ჰკრავს

„ჩვენ უკრაინასა და მოლდოვას ვუსწრებთ. განსხვავება არის ის, რომ უკრაინა ახლა ომობს და ამის გამო ევროპის სიმპათიები მისკენ გადაიხარა“- წერს ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

 

მისი თქმით თუკი ევროკავშირი საქართველოს უარს ეტყვის ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირი საქართველოს ხელს ჰკრავს.

 

„თუკი ევროკავშირი საქართველოს უარს ეტყვის და მოლდოვა-უკრაინა თანხმობას მიიღებს, ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირი საქართველოს ხელს ჰკრავს. საქართველოს მოსახლეობაშიც ასე იქნება აღქმული, რადგან ყველა პარამეტრებით, მათ შორის ასოცირების შეთანხმების კუთხით, ჩვენ უკრაინასა და მოლდოვას ვუსწრებთ. განსხვავება არის ის, რომ უკრაინა ახლა ომობს და ამის გამო ევროპის სიმპათიები მისკენ გადაიხარა“- წერს ანჯაფარიძე.

Back to top button