ზაალ ანჯაფარიძე ოპოზიციაზე: მათი “ლოგიკით”, გამოდის, რომ ხალხმა ანტი-ევროპული ხელისუფლება აირჩია?!

აი, ასე იკარგებიან ლოგიკაში. მალე დაიკარგებიან პოლიტიკაშიც – ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით, ოპოზიციის ლიდერების მიერ, გაკეთებულ განცხადებებს ეხმიანება და წერს, რომ მათი გაუგებარი კომენტარების მსგავსად დაიკარგებიან პოლიტიკაშიც.

 

,,ხათუნა სამნიძე: პარტნიორებს ვუხსნით, რომ შესაძლოა, ხელისუფლება იყოს უვარგისი, მაგრამ ევროკავშირი ქართველი ხალხის არჩევანია. ზუსტად იგივეს ამბობს გახარია, სამადაშვილი, და სხვა ოპოზიციონერები. მათი “ლოგიკით”, გამოდის, რომ ხალხმა ანტი-ევროპული ხელისუფლება აირჩია?! აი ასე იკარგებიან ლოგიკაში. მალე დაიკარგებიან პოლიტიკაშიც” – წერს ანჯაფარიძე Facebook -ზე.

Back to top button