კასპში, სოფელ ბოჟამის გზის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი დაიწყო

კასპის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფელ ბოჟამში მისასვლელი გზის მოწყობა/მოასფალტების მეორე ეტაპის სამუშაოები მიმდინარეობს.

 

მშენებელი შპს „ენ-დი როუდი“გზის საფუძვლის მოწყობის შემდეგ –  გზაზე პირველ ფენა ასფალტს აგებს.

 

გზის რეაბილიტაციის პროექტით გათვალისწინებულია რკინაბეტონის კიუვეტების, გზის გადამკვეთებისა და ეზოში შესასვლელებზე ცხაურის მოწყობა.

 

სოფელ ბოჟამთან მისასვლელი გზის სრული, ორივე ეტაპის რეაბილიტაციის ღირებულება 1 225 655 ლარია, რომელიც მაღალმთიანი    დასახლებების განვითარების ფონდიდან ფინანსდება.

 

“მუნიციპალიტეტის მერიის მიზანი მუნიციპალიტეტის საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებაა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სოფლად მისასვლელი  გზის მოწესრიგება” – აცხადებენ მერიაში.

Back to top button