დღეს ადამიანის უფლებების აღქმა, ფორმით და შინაარსით, აცდენილია ფუნდამენტურსა და ძირითადს. ადამიანის უფლებათა დაცვის მახინჯ ფორმებს, (ორმაგი სტანდარტები, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე უფლებების შეზღუდვას და ა.შ) “პრადვინუტობა” დაარქვეს – წერს სოციალურ ქსელში არასამთავრობო ორგანიზაცია ” ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის” თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე.
მისი თქმით, სოციალურ ქსელში და ყოველ ნაბიჯზე შეხვდებით ასეთი „პრადვინუტი ლიბერალების“ სიძულვილის ენით განმსჭვალულ ნააზრევებს, რაც, სამწუხაროდ, მარტო ქართული მოვლენა არ არის, დღეს ეს ტენდენცია მთელ მსოფლიოში შეინიშნება.
“აჩრდილი დადის ევროპაში, აჩრდილი ლიბერალური ტოტალიტარიზმისა”… დღეს ადამიანის უფლებების აღქმა, ფორმით და შინასრსით, აცდენილია ფუნდამენტურსა და ძირითადს. ადამიანის უფლებათა დაცვის მახინჯ ფორმებს, (ორმაგი სტანდარტები, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე უფლებების შეზღუდვას და ა.შ) “პრადვინუტობა” დაარქვეს. ვინც საბჭოთა კავშირში დავიბადეთ, გვახსოვს რა იყო ტოტალიტარული აზროვნების შედეგად დადგენილი წესები. რაც შეეხება ადამიანურ ურთიერთობებს, მეგობრობას, სიყვარულს, თანადგომასა და სხვას, ჯანსაღი საზოგადოებისთვის დამახასიათებელ თვისებებს, იმ ეპოქაში მცხოვრებ ადამიანთა უმრავლესობას ნამდვილად არ აკლდათ. რის დეფიციტსაც, საბჭოთა მოქალაქე განიცდიდა, იყო თავისუფლება, თავისუფალი სიტყვის გამოხატვა, გადაადგილების, კერძო საკუთრების უფლება… ამ ღირებულებების წყურვილს ზოგი „ამერიკის ხმისა“ და „რადიო თავისუფლების“ ჩუმ-ჩუმად მოსმენით იკლავდა, ზოგი უცხოეთში ახერხებდა გაქცევას და იქ დარჩენას, მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა კი მხოლოდ ოცნებებში და სიზმრებში ხედავდა საკუთარ თავს ისეთ ქვეყანაში, სადაც ყველა ეს ღირებულება დაცული იქნებოდა.
პროგრესულად მოაზროვნე საზოგადოების ნაწილი, მიზანშეწონილად მიიჩნევდა, ადამიანის უფლებებისათვის ბრძოლას საკუთარი თავისუფლებისა თუ სიცოცხლის ხარჯზე. ასეულ მილიონობით საბჭოთა ადამიანებს შორის იყო გაბედულ მოქალაქეთა ნაწილი, რომლებიც ღირებულებებისათვის, ხმამაღალი სიტყვით ბრძოლას ბედავდნენ და საბჭოთა სისტემის წინააღმდეგ ილაშქრებდნენ. ასეთ ადამიანებს „დისიდენტებს“ (სხვაგვარად მოაზროვნეებს) ეძახდნენ. მე-20 საუკუნის 70-80-იან წლებში, შედარებით პატარა რესპუბლიკებში როგორებიც საქართველო, სომხეთი ან ბალტიის ქვეყნებია, დისიტენტების რიცხვი მწირი იყო (ლიტვა-ლატვია-ესტონეთი) დიდ რესპუბლიკებში (რუსეთში და უკრაინაში) მათი რიცხვი ათეულებს აღემატებოდა. თავისუფლებისთვის და ზემოხსენებული იდეალებისთვის ბრძოლაში, დისიდენტების ოჯახები და ახლიბლებიც კი ხდებოდნენ ადვილად მოწყვლადნი საბჭოთა რეჟიმის მიერ.
დისიდენტების დიდმა ნაწილმა, სხვადასხვა სასჯელები მოიხადა. ნაწილი ვეღარც დაბრუნდნენ ციხეებიდან. ამას იმიტომ ვიხსენებთ, რომ დღეს ბევრი რამე გადააფასა რუსეთ-უკრაინის ომმა. მაშინ, როცა საბჭოთა დისიდენტებმა, იდეალებს, ცხოვრება მიუძღვნეს, დღევანდელმა უფლებადამცველებად წოდებულმა აქტივისტებმა, ეს იდეალები, საკუთარი ინტერესებისათვის ბრძოლის იარაღად აქციეს. ისინი, ადამიანის უფლებებს, დამახინჯებულად, მხოლოდ მათი თანამოაზრეებისათვის სავაჭროდ გამოსაყენებლად მიიჩნევენ. ღირებულებების დაცვით სპეკულირებენ და მანიპულირებენ. თუ 100 წლის წინ „სოციალური თანასწორობისა“ და „მსოფლიო იმპერიალიზმისგან ჩაგრული მასების განთავისუფლებისათვის“ მებძოლები იყვნენ „პრადვინუტები“, ხოლო დანარჩენები – „ბნელები“, „ჩამორჩენილები“ და „ისტორიის სანაგვეზე გადასაგდებები“, დღეს კარგ ტონად და „პრადვინუტობად“ ლიბერალური შეხედულებების დამახინჯებული ფორმა ითვლება.
თუ შენ არ იზიარებ, არ ახმოვანებ მათ ნარატივებს, უპირობოდ,- თვალდახუჭულად არ ხდები მათი იდეების პროპაგანდისტი, ისეთივე მიუღებელი, ბნელი, ჩამორჩენილი და ჩასარეცხი ხარ, როგორც 100 წლის წინ იყვნენ კომუნიზმის მოწინააღმდეგეები. ამიტომ შენთვის არ შეიძლება იყოს დასაშვები გამოხატვის, გადაადგილების, კერძო საკუთრებისა და სხვა ფუნდამენტური უფლებები. სავსებით მისაღები გახდა, მათ მიერ მტრად და მოწინააღმდეგედ მიჩნეულ ნებისმიერ ადამიანს, ყოველგვარი სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე, პოლიტიკური ნიშნით ჩამოართვან ქონება. შეუზღუდონ გამოხატვისა და გადაადგილების თავისუფლება, ან უბრალოდ, გაანადგურონ. გადაავლეთ თვალი სოციალურ ქსელს და ყოველ ნაბიჯზე შეხვდებით ასეთი „პრადვინუტი ლიბერალების“ სიძულვილის ენით განმსჭვალულ ნააზრევებს. სამწუხაროდ, ეს მარტო ქართული მოვლენა არ არის, ისევე როგორც არც კომუნიზმი და ფაშიზმი არ იყო წმინდა რუსული ან გერმანული მოვლენა. დღეს ეს ტენდენცია მთელ მსოფლიოში შეინიშნება. მარქსის ცნობილი გამოთქმის პერიფრაზი რომ გამოვიყენოთ, შეიძლება ითქვას, -„აჩრდილი დადის ევროპაში, აჩრდილი ლიბერალური ტოტალიტარიზმისა“…” წერს ნანა კაკაბაძე