კასპის მერიამ საბრძოლო ხელოვნებათა კლუბი „კასპს“ სპორტული ინვენტარი გადასცა

კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტან გმაისურაძე საბრძოლო ხელოვნებათა კლუბ „კასპი“-ს ნორჩ სპორტსმენებს შეხვდა.

ვახტანგ მაისურაძემ მერიის სპორტის დაწესებულებების გაერთიანებასთან ერთად, საბრძოლო ხელოვნებათა კლუბ „კასპი“-ს ნორჩ სპორტსმენებს საჩუქრად კარატესა და ტაეკვანდოს ინვენტარი გადასცა.

მუნიციპალიტეტის მერმა შეხვედრისას ნორჩ სპორტსმენებს წარმატებები უსურვა და თავის მხრივ მომავალშიც მხარდაჭერა აღუთქვა.

Back to top button