ლევან ნიკოლეიშვილი: ნაცები აფინანსებდნენ შალიკოს მთელ პარტიას; ახლა დაფინანსება შეუწყვიტეს და აგრესიულ ქმედებებზე ამიტომაც არიან გადასულები

,,პაატა მანჯგალაძის და გიორგი გუგავას ჩხუბი კი არის სასაცილო და გასართობი თემა და კი, გამოხატავს ოპოზიციის რეალურ და არსებულ დეგრადირებულ სახეს, მაგრამ აქ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია,’’ – ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი გუშინ ტელეკომპანია ,,პირველში’’ მომხდარ ჩხუბს.

 

როგორც ნიკოლეიშვილი წერს, ახლა ლეიბორისტებს შეუწყვიტეს დაფინანსება და აგრესიულ ქმედებებზე ამიტომაც არიან გადასულები.

 

,,პაატა მანჯგალაძის და გიორგი გუგავას ჩხუბი კი არის სასაცილო და გასართობი თემა და კი, გამოხატავს ოპოზიციის რეალურ და არსებულ დეგრადირებულ სახეს, მაგრამ აქ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. მანჯგალაძე ვისგან იღებს ფულს არ ვიცი, მაგრამ ლეიბორისტებს, რომ ნაცები აფინანსებდნენ და შალიკოს მთელი პარტია აქებდა მიშას ეგ ყველამ კარგად ვიცით. ახლა ლეიბორისტებს შეუწყვიტეს დაფინანსება და აგრესიულ ქმედებებზე ამიტომაც არიან გადასულები. აღარ აძლევენ ფულს და არიან ძალიან აგრესიულები!’’ – წერს ნიკოლეიშვილი facebook – ზე.

Back to top button