აჭარის მთავრობის მეთაური ხვალ მთავრობის საქმიანობის ანგარიშს წარადგენს

აჭარის მთავრობის მეთაური თორნიკე რიჟვაძე მთავრობის საქმიანობის ანგარიშს ხვალ წარადგენს.

აჭარის მთავრობის ანგარიში უმაღლეს საბჭოს უკვე გადაეგზავნა. აჭარის მთავრობის მეთაური თორნიკე რიჟვაძე მთავრობის მიერ განხორციელებული საქმიანობის ანგარიშს ხვალ, 7 ივნისს აჭარის უმაღლეს საბჭოში წარადგენს.

აჭარის მთავრობის საქმიანობის 2021-2022 წლის ანგარიშში წარმოდგენილია ინფორმაცია ყველა სფეროში განხორციელებული პროექტებისა და სამომავლო გეგმების შესახებ.

Back to top button