გვინდა გამოვეხმაუროთ პალიტრამედიის ერთ-ერთ გადაცემაში პარტიული ექსპერტების მიერ თავდაცვის უწყების დისკრედიტაციის მცდელობას, სადაც პოლიტიკურად მოტივირებული ე.წ. ექსპერტების მხრიდან მიზანმიმართულად განხორციელდა ფაქტების დამახინჯება და ქართული ჯარის დისკრედიტაცია ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი განცხადებაშია ნათქვამი.
მათივე ცნობით, საქმე ეხება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ საავიაციო ნავთის შეძენას ღია ტენდერის საფუძველზე.
“სამწუხაროდ, პალიტრამედიაც ჩაერთო ჯარის დისკრედიტაციის კამპანიაში.
გვინდა განვმარტოთ, რომ თავდაცვის უწყებამ კონტრაქტი გაუფორმა “პეტროკასფი უელ სერვისის ჯორჯიას”, რომელიც არის ღია ტენდერში გამარჯვებული კომპანია, ხოლო ნავთობი წარმოებულია თურქმენეთში, რაც დასტურდება შესაბამისი წარმოშობის სერტიფიკატებით. შესაბამისად, ეს გახლდათ მორიგი მცდელობა ჯარის დისკრედიტაციისა პარტიული ექსპერტების გამოყენებით. რუსულ ან რუსეთთან დაკავშირებულ კომპანიებთან თავდაცვის უწყების მიდგომის ნათელი მაგალითია, თუნდაც, ბოლო ორი წლის განმავლობაში 10-ზე მეტი გაუქმებული და შეწყვეტილი პროცედურები, სადაც ტენდერში, სწორედ, ასეთი კომპანიები იყვნენ გამარჯვებულნი” – აცხადებენ თავდაცვის უწყებაში.