სპეციალური ოპერაციების ძალების რეინჯერებმა ერთობლივი გაცვლითი წვრთნები ჩაატარეს

თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების რეინჯერებმა გაერთიანებული ერთობლივი გაცვლითი წვრთნების (JCET) ფარგლებში, მუხროვანის ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე ოცეულის დონის საველე სწავლება ჩაატარეს.

 

სპეციალური ოპერაციების ძალების რეინჯერები სწავლებას ორი კვირის განმავლობაში გადიოდნენ.

 

საჩვენებელ სწავლებაზე ოცეულმა ჩასაფრების ოპერაცია ჩაატარა, რომელიც ჩასაფრების, რეიდისა და მოწინააღმდეგის განადგურების კომპონენტებს მოიცავდა.

 

აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ სწავლებებს ინსტრუქტაჟს ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეები უწევდნენ. სპეციალური ოპერაციების ძალების რეინჯერებმა ინსტრუქტორებისგან მაღალი შეფასება დაიმსახურეს.

Back to top button