მალტაში და კვიპროსში გადასახადებისგან თავის არიდების სამოთხეა – ფადი ასლი ევროკავშირის ქვეყნებს უმძიმეს ბრალდებას უყენებს

ტვ პირველთან საუბარში ბიზნესმენი ფადი ასლი ამბობს, რომ ევროკავშირის წევრ ორ ქვეყანაში, მალტასა და კვიპროსში „გადასახადებისგან თავის არიდების სამოთხეა“.

 

ია ფარულავას ყოფილი ქმარი ამბობს, რომ ევროკავშირში დარეგისტრირებული ქართული კომპანიებიდან საქართველოში ინვესტიცია რეალური ინვესტიცია არ არის.

 

„თუ ახლა შეხედავთ სტრუქტურას უცხოური ინვესტიციებისა დაინახავთ, რომ ამ უცხოური ინვესტიციების უმრავლესობა წარმოადგენს რეალურად ქართულ კომპანიებს, რომლებიც უბრალოდ დარეგისტრირებულია მალტაში, კვიპროსში, სადაც ასე ვთქვათ გადასახადებისგან თავის არიდების სამოთხეა, მაგრამ ეს ქართველების კომპანიებია. იმ მილიარდი დოლარიდან ძალიან ვეჭვობ, რომ 80 მილიონ დოლარზე მეტი შემოდიოდეს უცხოელი ინვესტორებისგან, დანარჩენი ლომის წილი არის ქართველი ბიზნესმენების ფული“, – ამბობს ფადი ასლი.

Back to top button