კასპის მერიამ სოფელ გუდალეთის გზის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოაცხადა

კასპის მუნიციპალიტეტის მერიამ დაგეგმილი, მაღალმთიან სოფელ გუდალეთთან მისასვლელი საავტომობილო გზის რეაბილიტაციის სამუშაოების შესყიდვის ტენდერი გამოაცხდა (NAT220010896).

 

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 2 933 799 ლარია, რომელიც მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან დაფინანსდება.

 

გზის რეაბილიტაცია ორ ეტაპად განხორციელდება და გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 თვის განმავლობაში დასრულდება.

 

როგორც მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე აღნიშნავს – სოფელ გუდალეთთან მისავლელი გზა აუცილებელ რეაბილიტაციას საჭიროებს, გზა ამორტიზირებული და გადაადგილებისთვის არაკომფორტულია.

Back to top button