ფაქტია, რომ ბიძინა ივანიშვილს რუსეთთან, გაზპრომთან და ა.შ. კავშირი აღარ აქვს, ოღონდ ერთი და ორი წელი კი არ არის, 2012 წლამდე მოხდა ეს ყველაფერი, გაყიდა იმ ადამიანმა აქტივები და ისე მოვიდა საქართველოს ხელისუფლებაში. ხალხმა ხმა მისცა და მერე მის პარტიას ხმა მისცა არაერთხელ, თქვენ ახლა ამტკიცებთ, რომ წარმოდგენა არ აქვს ამ ხალხს, ისე აძლევენ ხმას, ანუ ამ ქვეყნის მოსახლეობას ნახევარს წარმოდგენა არ აქვს ისე იღებს გადაწყვეტილებას, სინამდვილეში ეს ასე არ არის – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციებთან დაკავშირებით ტვ “პირველის” მიერ დასმულ კითხვაზე.
მამუკა მდინარაძის თქმით, სისულელედ მიაჩნია მე იმ თემაზე საუბარი, რომელსაც ობიექტური საფუძველი არ გააჩნია.
„სისულელედ მიმაჩნია მე იმ თემაზე საუბარი, რომელსაც ობიექტური საფუძველი არ გააჩნია, მიუხედავად იმისა, რომ ევროპარლამენტში დღეს უფრო მეტმა ადამიანმა, ვიდრე მოწინააღმდეგე იყო, მხარი დაუჭირა ასეთ მოწოდებას. თუმცა, არც ევროპარლამენტში, არც თქვენგან, არც ერთი ობიექტური და ფაქტობრივი გარემოება, ზოგადად ფაქტი არ გვინახავს, სადაც ბიძინა ივანიშვილი ჩაერია, ერთი ქეისი ვერ დაასახელეთ, არათუ არაფორმალური მმართველობა, სადაც ჩაერია და მეორე – რაიმე რუსული კავშირი. დღეს ირაკლი კობახიძეს უთხრეს „გაზპრომის“ აქციები აქვსო.
წარმოიდგინეთ, 2012 წლამდე უკვე გაყიდული აქციების შესახებ თქვენი კოლეგები თუ თქვენ, არ ვიცი, რომელი იყავით, დღეს ეუბნებიან. 10 წლის წინანდელი ამბავი არ იციან, ან შეგნებულად იტყუებით. ამას რატომ აკეთებთ? მე მგონია რომ რაღაცა მიშიზმის რწმენაში ხართ გადავარდნილი.
ნუ გაღიზიანდებით ფაქტობრივ გარემოებებზე. ფაქტია, რომ ბიძინა ივანიშვილს რუსეთთან, გაზპრომთან და ა.შ. კავშირი აღარ აქვს, ოღონდ ერთი და ორი წელი კი არ არის, 2012 წლამდე მოხდა ეს ყველაფერი, გაყიდა იმ ადამიანმა აქტივები და ისე მოვიდა საქართველოს ხელისუფლებაში . ხალხმა ხმა მისცა და მერე მის პარტიას ხმა მისცა არაერთხელ, თქვენ ახლა ამტკიცებთ, რომ წარმოდგენა არ აქვს ამ ხალხს, ისე აძლევენ ხმას, ანუ ამ ქვეყნის მოსახლეობას ნახევარს წარმოდგენა არ აქვს ისე იღებს გადაწყვეტილებას, სინამდვილეში ეს ასე არ არის“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.