კახა ოქრიაშვილი: „ოცნების“ დეპუტატებს მივმართავ – სირცხვილია, „ოცნებაში“ ყოფნა, დატოვეთ პარტია

პარტია “პროგრესი და თავისუფლება”-ს ლიდერი, კახა ოქრიაშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციასთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

 

“ევროპარლამენტმა მიიღო ვრცელი რეზოლუცია, რომლის მიხედვითაც:

 

  1. ხელისუფლებისგან მოითხოვეს, ბოლო მოეღოს ჟურნალისტების და მედიის წინააღმდეგ ძალადობას, შევიწროებას, დაშინებასა, ცენზურის ყველა გამოვლინებას და დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები.

 

  1. ხდება ოპონენტების მოტივირებული დევნა სასამართლოს, ძალოვანი უწყებების, სუს-ის, კრიმინალის და ა.შ. ჩართულობით.
  2. გამოხატეს შეშფოთება იმ დესტრუქციული, ანუ დამანგრეველი როლის გამო, რომელსაც თამაშობს ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი საქართველოს პოლიტიკასა და ეკონომიკაში დამოუწოდეს საბჭოს და დემოკრატიულ პარტნიორებს, განიხილონ ივანიშვილისთვის პერსონალური სანქციების დაწესების საკითხი, საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში მისი როლის გამო.

 

  1. შეშფოთებულნი არიან, ბიძინა ივანიშვილის გამოვლენილი პირადი და საქმიანი კავშირებით კრემლთან, რაც განაპირობებს საქართველოს მთავრობის ამჟამინდელ პოზიციას რუსეთის მიმართ სანქციების დაწესებაზე – იმის ფონზე, რომ რუსეთს ჩვენი ტერიტორიების 20 % აქვს ოკუპირებული და ჩვენი მტერია.

 

ბატონმა ივანიშვილმა ევროპარლამენტის რეზოლუციას ასე უპასუხა –  ირაკლი კობახიძე:

 

  1. პირდაპირ ვიტყვი, ამ რეზოლუციას ჩალის ფასი აქვს.
  2. ევროპას წყინს, რომ საქართველო ათჯერ უკეთესად ცხოვრობს, ვიდრე ევროკავშირის წევრი ქვეყნები.
  3. ბიძინა ივანიშვილი არის ღმერთი, რომელმაც ჩვენი ქვეყანა სიცოცხლეშივე სამოთხეში შეიყვანა.

დასკვნა:

  1. კობახიძე „ოცნების“ ხელისუფლებას ადარებს ნაციონალური მოძრაობის წარსულს, ევროპარლამენტი კი – ევროპულ ქვეყნებს და ეს შედარება ჩვენთვის არასახარბიელოა. დღეს აღარ არის საინტერესო, რა იყო 2004-2012 წლებში, ახლა საინტერესოა, რა ხდება ჩვენთან დღეს და რა ხდება ევროპაში, როგორ ცხოვრობს ხალხი აქ და როგორც ცხოვრობს ევროპაში.
  2. ჩვენი მოსახლეობის 90 -%-ზე მეტი, ბოლო 30წელია, მიილტვის ევროპისკენ, ბიძინა ივანიშვილს კი თვალი რუსეთისკენ უჭირავს. გაბედეთ და ღიად თქვით უარიევროკავშირის წევრობაზე!

აბა, გაბედეთ …

P.S. მოგმართავთ „ოცნების“ დეპუტატებს – სირცხვილია, „ოცნებაში“ ყოფნა, დატოვეთ „ქართული ოცნება“!

Back to top button