ჯავშანსაწინააღმდეგო საშუალებების გაძლიერება თავდაცვის ძალების გაძლიერების ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია – საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ საკანონმდებლო ორგანოში „მინისტრის საათის“ ფორმატში ჯავშანსატანკო და მექანიზებული ქვედანაყოფების წინააღმდეგ ეფექტური საშუალებების შესყიდვის პროცესზე ისაუბრა.

 

„ჯავშანსაწინააღმდეგო საშუალებების გაძლიერება თავდაცვის ძალების გაძლიერების მიმართულებით ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია“- განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

 

მისი თქმით, მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-სთან თანამშრომლობით ჯავშანსაწინააღმდეგო შესაძლებლობების გზაზე მოთხოვნილი ჯაველინების მეორე პარტიის შესყიდვა გასულ წელს დაკმაყოფილდა.

 

„აღნიშნული პარტიის მოწოდება მომავალი წლიდან დაიწყება. გარდა ამისა, გაგზავნილია მოთხოვნა ჯაველინის სისტემების მესამე პარტიის შესყიდვაზეც. მიმდინარეობს მუშაობა თანამედროვე ჯავშანსაწინააღმდეგო ერთჯერადი და მრავალჯერადი ყუმბარმტყორცნების შეძენაზე. შერჩეულია კონკრეტული მწარმოებლები და ახლო მომავალში იგეგმება მათი შესყიდვა“, – დასძინა მინისტრმა.

Back to top button