გია გაჩეჩილაძე: საჯიჯგნად არავის მივუგდებთ ბიძინა ივანიშვილს – ყველა ნახავს, როგორ დადგება საქართველო ფეხზე და როგორი მტკიცე იქნება ჩვენი ერთობა

აპრილში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიღებული რეზოლუციით იდეალურად მივდიოდით და ყველაფერს ვაკმაყოფილებდით და უცებ 1 თვეში ყველაფერი შეიცვალა და თავდაყირა დადგა – რა თქმა უნდა, ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა , – ამის შესახებ მუსიკოსმა გია გაჩეჩილაძემ „იმედი LIVE”- ში განაცხადა.

 

„30 წელია საქართველოს მოსახლეობა და ქართველი ხალხი ყველაფრის საქმის კურსშია და ყველაფერს ძალიან კარგად ხვდება, სად არის სიმართლე და სად არის ტყუილი. ვისაც არ უნდა უნდოდეს და როგორც არ უნდა უნდოდეს, თავს არავის მოვატყუებინებთ. პირველ რიგში, ჩვენ საკუთარ ქვეყანას დავიცავთ, ეს არის ომში ჩათრევის კიდევ ერთი მცდელობა, ბიძინა ივანიშვილისა და მთელი საქართველოს შანტაჟი. საჯიჯგნად არავის მივუგდებთ ბიძინა ივანიშვილს – ყველა ნახავს, როგორ დადგება საქართველო ფეხზე და როგორი მტკიცე იქნება ჩვენი ერთობა. ეს რას ნიშნავს, ანუ, ამომრჩევლების უდიდესი ნაწილის წინააღმდეგ წავიდნენ ამ რეზოლუციით? პირობას ვიძლევით, მათ კიდევ არ იციან, რა არის საქართველო“, – განაცხადა გაჩეჩილაძემ.

Back to top button