ნინო ფოჩხუა: შემირცხვენია ის პროდიუსერ-მუსიკოსები, ვინც სამარცხვინო მესიჯებს აგზავნიდა უკრაინელ მომღერლებთან, კონცერტში არმონაწილეობის თაობაზე

ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში აზიარებს „იმედი კვირის“ სიუჟეტს, სადაც გაირკვა თუ რატომ განაცხადეს უარი უკრაინელმა სუპერ ვარსკვლავებმა თბილისში, საქველმოქმედო კონცერტში მონაწილეობაზე და წერს – „შემირცხვენია ის უკრაინელი მომღერლები, ვინც უარი თქვა თბილისში ჩამოსვლაზე და თავისივე მოქალაქეები ნაწილობრივ დატოვა დახმარების გარეშე! საქართველოში როგორ პატივშიც ჰყავთ უკრაინელი ლტოლვილები, ევროპის არც ერთ ქვეყანაში არ ჰყავთ“.

 

„დაუჯერებელია, რაც მე ახლა ამ სიუჟეტში ვნახე და მოვისმინე. დესტრუქციული ოპოზიციისას კიდევ უფრო გავიგებ, ვიწრო პარტიული ინტერესების გამო, უკადრებელს რომ კადრულობენ და ურევენ ქვეყნის სტაბილურობას და ანგრევენ ქვეყნის იმიჯს, მაგრამ უკრაინის მხარდამჭერი საქველმოქმედო კონცერტის, რომლის მთელი შემოსავალი, იმ გაუბედურებული ხალხის დასახმარებლად იმართებოდა და თვითონ ხელოვანი ადამიანები გაშმაგებულნი ცდილობდნენ და ნაწილობრივ გამოუვიდათ კიდეც მისი ჩაშლა, უკვე აღარაფერში არ წერია. ნოესაც კი შერცხვა იმ “ხელოვანების” სრული სიის დასახელება ვინც ჩართული იყო ამ სამარცხვინო საბოტაჟში ქვეყნის წინააღმდეგ, ორი კი დაასახელა, ბუბა კიკაბიძე და ნინო ქათამაძე.

 

დიახ, ყველამ უნდა იცოდეს ვინ ვინ არის. შემირცხვენია ის მომღერალ-პროდიუსერ-მუსიკოსები, ვინც სამარცხვინო მესიჯებს აგზავნიდა უკრაინელ მომღერლებთან, კონცერტში არმონაწილეობის თაობაზე! შემირცხვენია ის უკრაინელი მომღერლები, ვინც უარი თქვა თბილისში ჩამოსვლაზე და თავისივე მოქალაქეები ნაწილობრივ დატოვა დახმარების გარეშე! საქართველოში როგორ პატივშიც ჰყავთ უკრაინელი ლტოლვილები, ევროპის არც ერთ ქვეყანაში არ ჰყავთ. ნახეთ გეტოებში, “გარაჟებში” ცხოველებივით შეყრილი უკრაინელები რა პირობებში არიან ჩვენზე ბევრად მდიდარ ქვეყნებში და შეადარეთ. ქართველზე მეტი მტერი ქართველს არ ჰყავსო, ნათქვამია. აი, ასეთები რომ არიან, ასე რომ იქცევიან, ამიტომაა რომ “ქართული ოცნება” ამდენი ხანია ხელისუფლებაშია და კიდევ დიდხანს გაგრძელდება ასე!“- წერს ნინო ფოჩხუა.

Back to top button