ფარნაოზ ჭკადუა: სირცხვილია-მ 200 ათასი ლარი მიიღო 2020 საპარლამენტოზე რეგიონებში სასიარულოდ და ხალხთან შესახვედრად…ზუსტად სამ დღეში უკან გამოაგდო ხალხმა

„ამ პიჟონებმა ბუსი იქირავეს და კახეთში ჩავიდნენ…სასტუმროც იქირავეს და ზუსტად სამ დღეში უკან გამოაგდო ხალხმა. მერე თქვეს რომ დავიღალეთ და ხალხიც დედისთრაკს გვახურავს თავზე და დაბრუნდნენ თბილისში“ – წერს „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი ფარნაოზ ჭკადუა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის რეგიონებში სასიარულოდ და ხალხთან შესახვედრად მოძრაობა „სირცხვილიას“ დაფინანსებაზე.

 

„ანწუხელიძის მაგინებელმა შოთა დიღმელაშვილმა და ნოდარ რუხაძემ ანუ #სირცხვილია-მ 200 ათასი ლარი მიიღო 2020 საპარლამენტოზე რეგიონებში სასიარულოდ და ხალხთან შესახვედრად. ამ პიჟონებმა ბუსი იქირავეს და კახეთში ჩავიდნენ… 4* სასტუმროც იქირავეს და ა.შ ზუსტად სამ დღეში უკან გამოაგდო ხალხმა. მერე თქვეს რომ დავიღალეთ და ხალხიც დედისთრაკს გვახურავს თავზე და დაბრუნდნენ თბილისში. ფულის დიდი ნაწილი კი გაჯიბეს ბიჭებმა. P.S თბილისის ცენტრის იქით ყველა სახეში აფურთხებს და ამ კუტოკს აბარებთ აქციას და ევროპის გზას?!“ – წერს ფარნაოზ ჭკადუა Facebook-ზე.

Back to top button