„აღარ ჭრის ეგ ილეთი. ძალიან მარტივად მივხვდით, რომ სინამდვილეში წინასწარ ჩაბანძებული აქციების და არეულობის გეგმის გადასარჩენად გამოხვედით“- ასე გამოეხმაურა ფეისბუქ მომხმარებელი ნუნუშა ვასაძე სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგს. მისი თქმით ვერავინ შეძლებს ხალხის მოტყუებას და ქვეყნის არევას.
„უმძიმესი ამბავია, რომ ბიძინას და ოცნების ავტორიტეტით არჩეული პრეზიდენტი ზუსტად იმას ცდილობს, რასაც გახარია კადრულობდა არჩევნების წინ – თითქოს ივანიშვილს იცავს და ქართულ ოცნებას ურტყამს. ის ცოტა გვიან გაიშიფრა, ეს თავშივე… აღარ ჭრის ეგ ილეთი, აღარ ჭამს ხალხი. ძალიან მარტივად მივხვდით, რომ სინამდვილეში წინასწარ ჩაბანძებული აქციების და არეულობის გეგმის გადასარჩენად გამოხვედით. ჩვენ ვხვდებით რა ხდება სინამდვილეში და თქვენ არ იცით? მართლა გჯერათ, რომ ამხელა ევროპარლამენტი ნაცების ჭკუაზე დადის?? და სტატუსის მიღების მოლოდინში, დღეებით ადრე, ეს ბრიფინგი არ იყო ყველაზე დამაზიანებელი და მავნებლური ბრიფინგი?! ვერც თქვენ და ვერც ვერავინ ვერც ხალხს მოატყუებთ და ვერც ამ ქვეყანას არევთ. კიდევ კარგი ქვეყნის პატრიოტი ადამიანები იღებენ გადაწყვეტილებებს და არა ორმაგი თუ ერთმაგი აგენტები!!!“- წერს ნუნუშა ვასაძე.